მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (2)
1. კითხვა (ჰკითხავს, იკითხავს); 2. გამორკვევა (გამოარკვევს), გამოკითხვა; გაგება, შეტყობა (ამბისა და მისთ.); 3. ძებნა (ეძებს); 4. მოთხოვნა (მოითხოვს), თხოვნა (აგრ. ácsian, áhsian, áxian, áxsian)
ეტიმოლოგია
[თანამედრ. ინგლ. ASK ← პროტო-გერმანიკ. *aiskōn, *aiskōjan; ძვ. ფრიზ. āskia „მოთხოვნა“; ძვ. საქს. ēskon „კითხვა; გამოკვლევა; ძებნა“; ჰოლ. eisen; ძვ. ზემ.-გერმ. eiskōn, eiscōn „მოთხოვნა; ძებნა; კითხვა; შეკითხვა“ ← ინდო-ევროპ. *aisk-, *isk-; სანსკრ. iccháti „სურვილი; ძებნა“; ავესტ. isaiti „ძებნა“; ლიტვ. ieškóti „ძებნა“; ძვ. სლავ. искати „ძებნა“ (რუს. искать)]
პარადიგმა
4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები
სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.
II კლასი | ინფინიტივი | ნამყო დრო მხ. რ. |
ყურება, შეხედვა | lócian, lóciȝan | lócode |
სიყვარული | lufian | lufode |
იხილეთ ზმნის პარადიგმები