ár¹

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
1. ღირსება, პატიოსნება; 2. პატივისცემა, პატივი, დაფასება; დიდება; 3. კეთილგანწყობილება, წყალობა; სიკეთე; 4. დახმარება; 5. ქონება, სიმდიდრე; შემოსავალი; 6. მიწა, მამულ(ებ)ი; უძრავი ქონება
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *aizō; ძვ. ფრიზ. ēre „თაყვანისცემა; პატივი“; ძვ. საქს. ēra „პატივი; პატივისცემა; მფარველობა; საზღაური“; ჰოლ. eer „პატივისცემა; პატივი“; ძვ. ზემ.-გერმ. ēra „პატივისცემა; წყალობა; რეპუტაცია; სახელი“ (თანამედრ. გერმ. Ehre „ღირსება“); ძვ. ისლ. eir „მშვიდობა; სიმშვიდე; მოწყალება“ ← ინდო-ევროპ. *eis-, *ais-; სანსკრ. īṭṭe „პატივს სცემს“; ძვ. ბერძ. αἴδομαι “პატივისცემა; მოწიწება“; reverence”; αίδώς “ღირსება; მოკრძალება, თავმდაბლობა”]
პარადიგმა

1.1.2. (a)

() ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: car-

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
caru
(ზრუნვა; საზრუნავი; დარდი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი caru cara, care
ნათესაობითი care cara, carena
მიცემითი (მოქმედებითი) care carum
ბრალდებითი care cara, care

დაბოლოება -ena მრ. რ. ნათ. ბრუნვაში გამოწვეულია ანალოგიით -n- ფუძიან ბრუნებასთან.

() ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: heord-

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
heord
(ჯოგი; ფარა)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი heord heorda, heorde
ნათესაობითი heorde heorda, heordena
მიცემითი (მოქმედებითი) heorde heordum
ბრალდებითი heorde heorda, heorde