ზმნის პარადიგმები

4. ზმნები

4.1. ანგლოსაქსური ძლიერი ზმნები და მათი ფორმაწარმოების შვიდი კლასი

ძლიერ ზმნათა ფორმაცვალებადობის საილუსტრაციოდ მოყვანილია ამ ზმნების ფუძის 4 ვარიანტი მათი ვოკალიზაციის მიხედვით. ამგვარი ფუძის ვოკალიზაცია წარმოდგენილია ანგლოსაქსური ძლიერი ზმნების შემდეგ ფორმებში:

  1. ინფინიტივი (აწმყ. დრ.-ის ფუძე);
  2. ნამყო დროის მხოლობითი რიცხვი (თხრობ. კილოს 1-ლი და მე-3 პირი);
  3. ნამყო დროის მრავლობითი რიცხვი (აგრ. თხრობ. კილოს მე-2 პირის მხ. რ. და ნამყ. დრ.-ის (სამივე სქესისა და ორივე რიცხვის) კავშირებითი კილო); და
  4. მიმღეობა II.

4.1.1. - I კლასი

I კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
წერა, დაწერა wrítan wrát writon writen
ჩვენება, ცნობება sníðan snáþ snidon sniden

4.1.2. - II კლასი

II კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
ფრენა fléoȝan fléaȝ, fléah fluȝon floȝen
არჩევა, ამორჩევა céosan céas curon coren
თრევა, წევა, ქაჩვა téon téah tuȝon toȝen
მოღუნვა, მოხრა búȝan béaȝ, béah buȝon boȝen

4.1.3. - III კლასი

III კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
შეკვრა, დაბმა bindan band, bond bundon bunden
დახმარება helpan healp hulpon holpen
გაჭრა; მოჭრა ceorfan cearf curfon corfen
ბრძოლა feohtan feaht fuhton fohten
ფულის გადახდა ȝieldan ȝeald ȝuldon ȝolden
ქნევა; ქანაობა breȝdan bræȝd bruȝdon broȝden, breȝden
კითხვა, გამოკითხვა friȝnan, frínan fræȝn fruȝnon, frúnon fruȝnen, frúnen

4.1.4. - IV კლასი

IV კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
აღება niman nam, nom námon, nómon numen
ტარება, ზიდვა beran bær bǽron boren
მოპარვა stelan stæl stǽlon stolen
მოსვლა cuman cóm, cwóm cómon, cwómon cumen

ზმნა cuman-ის ფუძის 1-ლი და მე-4 ფორმის ვოკალიზაციის თავისებურებანი სავარაუდოდ აიხსნება ადრე მათში ბგერა -w-ს არსებობით (შდრ. გოთ. qiman [ʹkwɪman]).

4.1.5. - V კლასი

პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ძლიერ ზმნათა მეხუთე კლასი ხასიათდებოდა მონაცვლეობით i/ă + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა. ანგლოსაქსურში ძლიერ ზმნათა აბლაუტის/ხმოვანმონაცვლეობის მეხუთე რიგი წარმოდგენილია ოთხი ძირითადი ვარიანტით: (ა) ვარიანტი ხმოვნით -e- აწმყო დროის ფუძეში; (ბ) ვარიანტი ხმოვნით -i- აწმყო დროის ფუძეში და მომდევნო თანხმოვნის გაორმაგებით; (გ) ვარიანტი თანხმოვანთა მონაცვლეობით ვერნერის კანონის მიხედვით; და (დ) ვარიანტი დიფთონგიზებული ხმოვნით პალატალური/სასისმიერი თანხმოვნის შემდეგ.

გარდა ამისა, (ე) მეხუთე კლასის ანგლოსაქსურ ზმნათა რიცხვში შედის ვარიანტი, რომელიც ხასიათდება ხმოვნის კონტრაქციით (კუმშვით) თანხმოვან h-ის ამოვარდნის შედეგად (და აგრ. ზოგიერთი სხვა ანომალიით).

V კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
გაზომვა (ა) metan mæt mǽton meten
ჯდომა, დაჯდომა (ბ) sittan sæt sǽton seten
თქმა; ლაპარაკი (გ) cweðan cwæþ cwǽdon cweden
მიცემა (დ) ȝiefan ȝeaf ȝéafon ȝiefen
ხედვა; დანახვა (ე) séon seah sǽȝon, sáwon, séȝon seȝen, sewen

4.1.6. - VI კლასი

მეექვსე კლასი ხასიათდებოდა პროტო-გერმანიკ. მონაცვლეობით ăōōă [<ინდო-ევროპ. რაოდენობრივი აბლაუტისგან ŏōōŏ].

ეს ხმოვანმონაცვლეობა ანგლოსაქსურში (ფუძის ხმოვნის გარემოცვიდან გამომდინარე) შემდეგნაირად აისახება:

VI კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
რხევა; რყევა scacan, sceacan scóc, scéac scócon, scéacon scacen
აწევა hebban hóf hóf hafen, hæfen
დარტყმა; ცემა sléan slóȝ, slóh slóȝon slæȝen
დგომა standan, stondan stód stódon standen, stonden

4.1.7. - VII კლასი

ძლიერ ზმნათა მე-7 კლასში შედის ზმნები, რომლებიც პროტოგერმანიკულში (და აგრ. გოთურში) ნამყო დროს ფუძის გაორმაგებით (რედუპლიკაციით) აწარმოებდნენ. (შდრ. გოთ. háitan [ʹhaɪtan] (დაძახება, წოდება) და haíháit [ʹhɛhaɪt] (დაუძახა, უწოდა)).

ანგლოსაქსურში რედუპლიკაციის კვალი მხოლოდ ზოგიერთი ზმნის ნამყო დროის ფორმებშია შემორჩენილი: მაგ. héht ზმნიდან hátan (დაძახება, წოდება; ბრძანება); léolc ზმნიდან lácan (თამაში; (მუსიკის) დაკვრა); réord ზმნიდან rǽdan (რჩევა); ondreord ზმნიდან ondrǽdan (შიში, შიშის ქონა); léort (< *leolt) ზმნიდან lǽtan (ნების დართვა; დატოვება).

ანგლოსაქსური ზმნების მე-7 კლასში ძირითადად გამოირჩევა ორი ვარიანტი: ვარიანტი, სადაც -é- გვხვდება ნამყო დროის ორივე ფუძეში; და ვარიანტი, სადაც ნამყო დროის ორივე ფუძეში -éo- გვხვდება.

გარდა ამისა, მე-7 კლასში შედის ზმნები (fón, hónიხ. ქვემოთ) რომლებშიც ადგილი აქვს ხმოვნის კონტრაქციას h-ის ამოვარდნის შედეგად და თანხმოვანთა მონაცვლეობას ვერნერის კანონის მიხედვით.

VII კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
დაძახება, წოდება hátan héht, hét héhton, héton háten
დაცემა, დავარდნა feallan féol, féoll féollon feallen
დაჭერა; ხელის ჩავლება fón fénȝ fénȝon fanȝen, fonȝen
დაკიდება hón hénȝ hénȝon hanȝen, honȝen

4.2. ანგლოსაქსური სუსტი ზმნები და მათი ფორმაწარმოების 3 კლასი

სუსტ ზმნებს ანგლოსაქსურში, ისევე როგორც სხვა გერმანიკულ ენებში, გამოარჩევს ნამყო დროისა და მიმღეობა II.-ის ფორმათა წარმოება დენტალური სუფიქსის მეშვეობით. ხმოვანთა მონაცვლეობა ზოგიერთ ანგლოსაქსურ სუსტ ზმნებში მეორეული მოვლენაა და საკუთრივ ანგლოსაქსურში მომხდარი ფონეტიკური პროცესებით აიხსნება (დიფთონგიზაცია, ხმოვანთა დამოკლება, კონტრაქცია და სხვ.). ანგლოსაქსური სუსტი ზმნები იყოფა სამ ძირითად ტიპად.

4.2.1. - პირველი კლასის სუსტი ზმნები

პირველი კლასის სუსტი ზმნები გამოირჩეოდა სუფიქსით *-i-/-j-, რომელიც ანგლოსაქსურში შემორჩენილია სუფიქსის -e-/-i- სახით და დასტურდება მიმღეობა II.-ში და, ზოგიერთი ზმნის შემთხვევაში, აგრ. აწმყო დროში. მაგ. nerian (გადარჩენა), nerede (გადაარჩინა) და nered (გადარჩენილი). თუმცა, არაერთ სხვა ზმნათა შემთხვევაში ეს სუფიქსი გამქრალია.

4.2.1. (a)

(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი

I კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ხვნა, მოხვნა erian erede
გაკეთება; ჩადენა fremman fremede

(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი

I კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
კვება, ჭმევა fédan fédde
შენახვა; დაცვა cépan cépte
გაგზავნა sendan sende

4.2.1. (b) - პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

ამგვარ ზმნათა ერთ ნაწილში ადგილი ჰქონდა ზმნის ფუძის თანხმოვნისა და ნამყო დროის სუფიქსის ასიმილაციას. ეს ასიმილაცია ჯერ კიდევ პროტოგერმანიკულ ენაში უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, იგი დასტურდება გოთურში (შდრ. გოთ. þagkjan (ფიქრი) – ნამყ. დრ. მხ. რ. þahta; waúrkjan (კეთება; მოქმედება) – ნამყ. დრ. მხ. რ. waúrhta და ა.შ.).

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ძებნა sécan sóhte
ყიდვა bусȝаn, bусȝеаn bohte
ფიქრი þencan þóhte
ʘ ჰგონია; თვლის; ფიქრობს þyncan þúhte

პირველი კლასის სხვა არაწესიერ ზმნებში (მაგ. tellan < *taljan) ფორმაწარმოების ანომალია აიხსნება პროტო-გერმანიკ. სუსტი ზმნების სუფიქსის -jan ზემოქმედებით, რამაც ზმნის ფუძის ხმოვნის უმლაუტი (a > æ > e) გამოიწვია, საიდანაც tellan აწმყო დროის ფუძეში; ნამყო დროის ფორმებში კი ამ სუფიქსის არარსებობის წყალობით, აქ შენარჩუნებულია ზმნის ფუძის თავდაპირველი ანგლოსაქსური ვოკალიზაცია -ea-, -a- (იხ. ქვემოთ).

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
თქმა; მოყოლა tellan tealde, talde

4.2.2. - მე-2 კლასის სუსტი ზმნები

სუსტი ზმნების მეორე კლასი გამოირჩევა გერმანიკული სუფიქსით *-ō-, რომელიც ანგლოსაქსურში შენარჩუნებულია მოკლე ხმოვან -o-ს სახით ნამყო დროის სუფიქსში: macode (გააკეთა); lufode (უყვარდა) და ა.შ.

II კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ყურება, შეხედვა lócian, lóciȝan lócode
სიყვარული lufian lufode

4.2.3. - მე-3 კლასის სუსტი ზმნები

III კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ.
ქონა; ყოლა habban hæfde
თქმა, ლაპარაკი secȝan sæȝde, sǽde
ცხოვრება, სიცოცხლე libban lifde

4.3. ძლიერი ზმნების უღლება

აწმყო დრო

helpan (დახმარება) bindan (შეკვრა, დაბმა)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. helpe binde
მე-2 პირი მხ. რ. hilpst bintst
მე-3 პირი მხ. რ. hilpð bint
მრ. რ. helpað bindað
კავშირებითი კილო
მხ. რ. helpe binde
მრ. რ. helpen binden
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. help bind
მე-2 პირი მრ. რ. helpað bindað

მიმღეობა I
helpende bindende

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. healp band, bond
მე-2 პირი მხ. რ. hulpe bunde
მე-3 პირი მხ. რ. healp band, bond
მრ. რ. hulpon bundon
კავშირებითი კილო
მხ. რ. hulpe bunde
მრ. რ. hulpen bunden

მიმღეობა II
(ȝe)holpen (ȝe)bunden

4.4. სუსტი ზმნების უღლება

აწმყო დრო

cépan (შენახვა; დაცვა) lócian, lóciȝan (ყურება, შეხედვა)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. cépe lócie, lóciȝe
მე-2 პირი მხ. რ. cépst lócast
მე-3 პირი მხ. რ. cépð lócað
მრ. რ. cépað lóciað, lóciȝað
კავშირებითი კილო
მხ. რ. cépe lócie, lóciȝe
მრ. რ. cépen lócien, lóciȝen
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. cép lóca
მე-2 პირი მრ. რ. cépað lóciað, lóciȝað

მიმღეობა I
cépende lóciende, lóciȝende

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. cépte lócode
მე-2 პირი მხ. რ. céptes, céptest lócodes, lócodest
მე-3 პირი მხ. რ. cépte lócode
მრ. რ. cépton lócodon
კავშირებითი კილო
მხ. რ. cépte lócode
მრ. რ. cépten lócoden

მიმღეობა II
(ȝe)céped (ȝe)lócod

4.5. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები

პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები ეწოდება ზმნებს, რომელთა აწმყო დროის ფორმებიც თავისი წარმომავლობით ნამყო დროის (კერძოდ, პროტოგერმანიკული/ინდოევროპული პერფექტის) ფორმებს წარმოადგენს. აწმყო დროის ხსენებული ფორმები ძლიერ ზმნათა ნამყო დროის მსგავსად არის ნაწარმოები; პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნათა ნამყო დროის ფორმათა წარმოება კი სუსტი ტიპის მიხედვით, ანუ დენტალური სუფიქსის გამოყენებით ხდება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევებში (ფუძის მაწარმოებელი სუფიქსის არარსებობის შედეგად) პრეტერიტო-პრეზენსული ზმნის ძირისა და აღნიშნული დენტალური სუფიქსის ურთიერთშეჯახება მათი ბგერების ფონეტიკურ ასიმილაციას იწვევდა. მაგ. áȝan (ქონა, ყოლა; ფლობა) და áhte (ჰქონდა, ჰყავდა; ფლობდა). ეს ასიმილაცია ანალოგიურია ასიმილაციისა, რომელსაც ადგილი აქვს ზოგიერთ ანგლოსაქსურ არაწესიერ ზმნაში. მაგ. bусȝаn, bусȝеаn (ყიდვა) და bohte (იყიდა); þencan (ფიქრი) და þóhte (ფიქრობდა); brenȝаn (მოტანა) და bróhte (მოიტანა). (შდრ. ანალოგიური გოთურში). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები ერთგვარად შერეული ტიპისანი არიან: ძლიერი ტიპისანი აწმყო დროში (აქვთ ხმოვანთა მონაცვლეობა ძლიერ ზმნათა დარად) და სუსტი ტიპისანი ნამყოში (აქვთ დენტალური სუფიქსი სუსტ ზმნათა დარად).

ქვემოთ მოყვანილია ყველაზე ხშირად ხმარებული ანგლოსაქსური პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების სია.

ინფინიტივი
áȝan
(ქონა, ყოლა; ფლობა)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
áh, áȝ
აწმყ. დრ. მრ. რ. áȝon
ნამყ. დრ. მხ. რ. áhte
ნამყ. დრ. მრ. რ. áhton
მიმღ. II áȝen

ინფინიტივი
cunnan
(ცოდნა; შეძლება, უნარის ქონა)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
can, con, cann, conn
აწმყ. დრ. მრ. რ. cunnon
ნამყ. დრ. მხ. რ. cúðe
ნამყ. დრ. მრ. რ. cúðon
მიმღ. II cunnen
მიმღეობითი ზედს. cúð

ინფინიტივი
durran
(გაბედვა)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
dear, dearr
აწმყ. დრ. მრ. რ. durron
ნამყ. დრ. მხ. რ. dorste
ნამყ. დრ. მრ. რ. dorston
მიმღ. II -

ინფინიტივი
maȝan
(შეძლება, ძალის ქონა)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
mæȝ
აწმყ. დრ. მრ. რ. maȝon
ნამყ. დრ. მხ. რ. meahte, mehte, mihte
ნამყ. დრ. მრ. რ. meahton, mehton, mihton
მიმღ. II -

ინფინიტივი
mótan
(შეძლება, უფლების ან ნებართვის ქონა)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
mót
აწმყ. დრ. მრ. რ. móton
ნამყ. დრ. მხ. რ. móste
ნამყ. დრ. მრ. რ. móston
მიმღ. II -

ინფინიტივი
sculan
(ვალდებულების ან მოვალეობის ქონა; ʘ ვალდებულია; მოვალეა; მართებს)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
sceal, scal
აწმყ. დრ. მრ. რ. sculon, sceolon
ნამყ. დრ. მხ. რ. scolde, sceolde, scealde, scalde
ნამყ. დრ. მრ. რ. scoldon, sceoldon, scealdon, scaldon
მიმღ. II -

ანგლოსაქსური პრეტ.-პრეზ. ზმნისთვის sculan (ისევე როგორც არაწესიერი ზმნისთვის willan) დამახასიათებელია დაბოლოება -t აწმყ. დრ.-ის მხ. რ.-ის მე-2 პირში: ðú scealt (ვალდებული ხარ; გმართებს). აღსანიშნავია, რომ ამ ფორმებში შემორჩენილია პროტოგერმანიკული ძლ. ზმნ.-ების პრეტერიტის მხ. რ.-ის დაბოლოება -t. შდრ. გოთ. þu gaft (შენ მიეცი), þu namt (შენ აიღე) და ა.შ.

შდრ. სხვა ანგლოსაქსური პრეტ.-პრეზ. ზმნ.-ების, მაგ. cunnan შემთხვევაში: ðú canst, ðú const (შენ შეგიძლია), სადაც -st გვიანდელი ფორმაციაა [< -s + þú].

ინფინიტივი
unnan
(მოწონება; ʘ კმაყოფილია, ნასიამოვნებია)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
an, ann
აწმყ. დრ. მრ. რ. unnon
ნამყ. დრ. მხ. რ. úðe, úþe
ნამყ. დრ. მრ. რ. úðon, úþon
მიმღ. II (ȝe)unnen

ინფინიტივი
witan
(ცოდნა)
აწმყ. დრ. მხ. რ.
1-ლი და მე-3 პირი
wát
აწმყ. დრ. მრ. რ. witon
ნამყ. დრ. მხ. რ. wisse, wiste
ნამყ. დრ. მრ. რ. wisson, wiston
მიმღ. II witen

შენიშვნა: თანამედროვე ინგლისური ზმნები can, may, shall და სხვ. მომდინარეობს აწმყო დროის მხოლობითი რიცხვიდან. შდრ. ანგლოსაქსური (ძველინგლისური) can(n), mæȝ, sceal. თანამედროვე ინგლისური ზმნები ought და must კი ნამყო დროიდან მომდინარეობს და ამდენად ორგზის პრეტერიტო-პრეზენსულებად შეიძლება ჩაითვალოს (შდრ. ძვ. ინგლ. áhte, móste).

4.6. არაწესიერი ზმნები ანგლოსაქსურში

4.6.1. საკუთრივ არაწესიერი ზმნები ანგლოსაქსურში

ამ კატეგორიის ზმნებს ძველინგლისურ ენაში ახასიათებდა სხვადასხვა სახის ანომალიები აწმყო და/ან ნამყო დროის ფორმათა წარმოებაში. ამგვარ ანომალიურობას სხვადასხვა წარმომავლობა აქვს. ზოგიერთი ასეთი არაწესიერი / ანომალიური ზმნა საერთოგერმანიკული / პროტოგერმანიკულ წარმოშობისაა, ზოგიერთის თავისებურებანი კი უფრო გვიანდელი პერიოდის (დასავლეთგერმანიკული ან საკუთრივ ანგლოსაქსური ხანის) მოვლენა ჩანს.

(ა) ზმნა dón (ნამყ. დრ. მხ. რ. dyde; მიმღ. II dón, dén) (კეთება).

ამ ზმნის აწმყო დროისა და ნამყო დროის ფუძეების ურთიერთდამოკიდებულება ბოლომდე გარკვეული არ არის. შესაძლოა ნამყოს ფუძეში რედუპლიკაციასთან გვქონდეს საქმე. ივარაუდება აგრეთვე ამ ზმნის კავშირი სუსტი უღლების ნამყო დროის ფორმათა მაწარმოებელ დენტალურ სუფიქსთან (შდრ. ძვ. ინგლ. dydon, ძვ. საქს. dâdun, dedun (გააკეთეს) და გოთ. nasidēdun (გადაარჩინეს), სადაც პარალელიზმი ზმნის ანგლოსაქსურ/ძველინგლისურ და ძველსაქსურ ფორმებსა და გოთურ დენტალურ სუფიქსს შორის თვალში საცემია).

ქვემოთ მოყვანილია ზმნა dón-ის უღლების პარადიგმა.

dón (კეთება, გაკეთება)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ.
მე-2 პირი მხ. რ. dést
მე-3 პირი მხ. რ. déþ
მრ. რ. dóþ
კავშირებითი კილო
მხ. რ.
მრ. რ. dón
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ.
მე-2 პირი მრ. რ. dóþ

მიმღეობა I
dóende, dónde

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. dyde
მე-2 პირი მხ. რ. dydest
მე-3 პირი მხ. რ. dyde
მრ. რ. dydon
კავშირებითი კილო
მხ. რ. dyde
მრ. რ. dyden

მიმღეობა II
(ȝe)dón, (ȝe)dén

(ბ) ზმნას brenȝan (აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი პირი brenȝe, მე-2 პირი brenȝ(e)st, მე-3 პირი brenȝ(e)þ, brencþ, მრ. რ. brenȝaþ; ნამყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი brohte, მე-2 პირი brohtest, მრ. რ. brohton; მიმღ. II broht) (მოტანა) ახასიათებს ნამყ. დრ.-ის ფორმათა წარმოება ხმოვანმონაცვლეობით -e- / -o- [< *-i- / -a-] (ძლიერ ზმნათა მსგავსად) და ამავე დროს დენტალური სუფიქსის (-te-, -t-) დართვა (სუსტ ზმნათა მსგავსად). ამავდროულად, ნამყო დროის ფორმებში იკარგება ბგერა [-ŋ-], ხოლო თანხმოვანი -ȝ- გადადის -h- ში [-x-]. შდრ. ანალოგიური გოთურში: briggan (მოტანა) , brāhta (მოვიტანე; მოიტანა) და brāhtedun (მოიტანეს).

(გ) გარდაუვალი ზმნა búan (ნამყ. დრ. búde, მიმღ. II ȝebún) (ბინადრობა, ცხოვრება) გამოირჩეოდა უღლების პარადიგმაში ფორმაწარმოების გარკვეული ანომალიურობით: აწმყ. დრ.-ის მხ. რ.-ის 1-ლ პირში გვაქვს búe, მე-2 პირში búst, მე-3 პირში býþ; ნამყ. დრ. მხ. რ. და მრ. რ. შესაბამისად búde და búdon; მიმღ. II ȝebún ან ȝebúd. ითვლება, რომ ანგლოსაქსური búan (ისევე როგორც მისი გოთური ეტიმოლოგიური შესატყვისობა bauan (ბინადრობა)) თავდაპირველად რედუპლიკაციური ზმნა უნდა ყოფილიყო.

(დ) ზმნა willan (აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი და მე-3 პირი wille, wile, მე-2 პირი wilt, მრ. რ. willaþ; ნამყ. დრ. wolde, walde; მიმღ. I willende) (ნდომა, სურვილი). ამ ზმნის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს კავშირებითი კილოს ფორმების ხმარება თხრობით კილოში (შდრ. ანალოგიური გოთ. ზმნ.-ში wiljan). ამით აიხსნება დაბოლოების არარსებობა მხ. რ.-ის მე-3 პირში (და შესაბამისად -s დაბოლოების არარსებობა თანამედრ. ინგლ. ზმნ. will-ის მხ. რ.-ის მე-3 პირში). აღნიშვნის ღირსია აგრ. პროტოგერმანიკული ნამყ. დრ.-ის მხ. რ.-ის მე-2 პირის დაბოლოების -t არსებობა ძვ. ინგლ. (და აგრ. თანამედრ. ინგლ.) ფორმაში wilt (გინდა, გსურს), რაც ამ ძველინგლისურ ზმნას პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებთან აახლოებს.

4.6.2. არაწესიერი სუპლეტიური ზმნები ანგლოსაქსურში

ანგლოსაქსურში, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ენაში, გვხვდება სუპლეტიური ზმნები, ანუ ზმნები, რომელთა პარადიგმაშიც სხვადასხვა ძირის ფორმებია წარმოდგენილი (როგორც მაგ. (to) go, went ან (to) be, is, are, were ფორმები თანამედროვე ინგლისურში). ქვემოთ მოყვანილია ყველაზე მნიშვნელოვანია ძვ. ინგლ. სუპლეტიური ზმნები.

(ა) ისტორიულად დამოუკიდებელი ზმნების wesan და béon (ყოფნა, არსებობა) მნიშვნელობები ანგლოსაქსურში თითქმის მთლიანად ემთხვეოდა ერთმანეთს და ისინი პრაქტიკულად ერთ პარადიგმაში იყვნენ გაერთიანებული.

აღსანიშნავია, რომ ანგლოსაქსური ერთადერთი გერმანიკული ენაა, რომელსაც *beu-, *beo- ძირის სრული პარადიგმა ჰქონდა წარმოდგენილი აწმყო დროში. სხვ. გერმანიკულ ენებში „ყოფნა“ ზმნის პრეზენსის პარადიგმებში ამ ძირის მხოლოდ ცალკეული ფორმები გვხვდება (შდრ. თანამედრ. გერმ. bin (ვარ), bist (ხარ), მაგრამ ist (არის), seid (ხართ), sind (არიან)).

აწმყო დრო

wesan béon
(ყოფნა, არსებობა)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. eom, am béo, bíom
მე-2 პირი მხ. რ. eart bist, bis
მე-3 პირი მხ. რ. istd bið
მრ. რ. sint, sindon
earon, aron
béoð
კავშირებითი კილო
მხ. რ. sý, sí béo
მრ. რ. sýn, sín béon
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. wes béo
მე-2 პირი მრ. რ. wesaþ béoþ

მიმღეობა I
wesende béonde

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. wæs -
მე-2 პირი მხ. რ. wǽre -
მე-3 პირი მხ. რ. wæs -
მრ. რ. wǽron -
კავშირებითი კილო
მხ. რ. wǽre -
მრ. რ. wǽren -

(ბ) ანგლოსაქსური ზმნა ȝán (ნამყ. დრ. éode, მიმღ. II (ȝe)ȝan) (სვლა, სიარული) სუპლეტიურად აწარმოებს ნამყო დროის ფორმებს. შდრ. ანალოგიური გოთურში: gaggan (სვლა), gaggiþ (მიდის), iddja (მიდიოდა).

ქვემოთ მოყვანილია ზმნა ȝán-ის უღლების პარადიგმა.

აწმყო დრო

ȝán (სვლა, სიარული)
თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. ȝá
მე-2 პირი მხ. რ. ȝǽst
მე-3 პირი მხ. რ. ȝǽþ
მრ. რ. ȝáþ
კავშირებითი კილო
მხ. რ. ȝá
მრ. რ. ȝán
ბრძანებითი კილო
მე-2 პირი მხ. რ. ȝá
მე-2 პირი მრ. რ. ȝáþ

ნამყო დრო

თხრობითი კილო
1-ლი პირი მხ. რ. éode
მე-2 პირი მხ. რ. éodest
მე-3 პირი მხ. რ. éode
მრ. რ. éodon
კავშირებითი კილო
მხ. რ. éode
მრ. რ. éoden

მიმღეობა II
(ȝe)ȝán

ზმნა (to) go თანამედროვე ინგლისურშიც სუპლეტიურად რჩება, იმ განსხვავებით, რომ ნამყო დრო wend- ძირისგან იწარმოება: I, you, he, she, etc. went (წავედი), (წახვედი), (წავიდა) და ა.შ.