არსებითი სახელის პარადიგმები
- 1. არსებითი სახელები
- 1.1. ხმოვანფუძიანი არსებითი სახელები
- 1.1.1. -a- ფუძიანი არსებითი სახელები
- 1.1.2. -o- ფუძიანი არსებითი სახელები
- 1.1.3. -i- ფუძიანი არსებითი სახელები
- 1.1.4. -u- ფუძიანი არსებითი სახელები
- 1.2. თანხმოვანფუძიანი არსებითი სახელები
- 1.2.1. -n- ფუძიანი არსებითი სახელები (სუსტი ბრუნება)
- 1.2.2. -r- ფუძიანი არსებითი სახელები (ნათესაობის აღმნიშვნელი ტერმინები)
- 1.2.3. მიმღეობრივი წარმომავლობის (-nd- ფუძიანი) არსებითი სახელები
- 1.2.4. -s- ფუძიანი არსებითი სახელები
- 1.3. ძირისეული არსებითი სახელები
- 2. ზედსართავი სახელები
- 3. ნაცვალსახელები
- 4. ზმნები
1. არსებითი სახელები
1.1. ხმოვანფუძიანი არსებითი სახელები
1.1.1. -a- ფუძიანი არსებითი სახელები
1.1.1. (a)
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, მამრობითი სქესი
dæȝ
(დღე) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | dæȝ | daȝas |
ნათესაობითი | dæȝes | daȝa |
მიცემითი (მოქმედებითი) | dæȝe | daȝum |
ბრალდებითი | dæȝ | daȝas |
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, მამრობითი სქესი
fisc
(თევზი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | fisc | fiscas |
ნათესაობითი | fisces | fisca |
მიცემითი (მოქმედებითი) | fisce | fiscum |
ბრალდებითი | fisc | fiscas |
-el, -ol, -еn, -еr, -or და მისთ. ტიპის დაბოლოებათა მქონე ორმარცვლიანი არსებითები ბრუნების/სუფიქსაციის პროცესში განიცდიან უმახვილო ხმოვნის კუმშვას, მაგ.: სახელ. fuȝol (ფრინველი), – მიც. მხ. რ. fuȝle, ნათ. fuȝles და ა.შ.
ასო/ბგერა -h-ზე დაბოლოებულ არსებითებში ბრუნების/სუფიქსაციის პროცესში ხდება -h-ის ამოვარდნა და ფუძის ხმოვნის დაგრძელება: მაგ.: სახელ. seolh (სელაპი), – მიც. მხ. რ. séole, ნათ. séoles და ა.შ.
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: scip-
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, საშუალი სქესი
scip
(გემი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | scip | scipu, scipo |
ნათესაობითი | scipes | scipa |
მიცემითი (მოქმედებითი) | scipe | scipum |
ბრალდებითი | scip | scipu, scipo |
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: scéap-
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, საშუალი სქესი
scéap
(ცხვარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | scéap | scéap |
ნათესაობითი | scéapes | scéapa |
მიცემითი (მოქმედებითი) | scéape | scéapum |
ბრალდებითი | scéap | scéap |
héafod (თავი) ტიპის არსებითები (გრძელი მახვილიანი + მოკლე უმახვილო მარცვალი) იბრუნვის როგორც არსებითი scip: სახელ., ბრალდ. მრ. რ. héafodu, მაგრამ ისეთებს, როგორიცაა მაგ. wæter (წყალი) (მოკლე მახვილიანი + მოკლე უმახვილო მარცვალი), არ ერთვით არანაირი დაბოლოება მრ. რ.-ის სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში: wæter (ისევე, როგორც არსებითის scéap შემთხვევაში).
1.1.1. (b) -ja- ფუძიანი
(-a- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
მამრობითი სქესი
(ა) (თავდაპირველად მოკლე) ფუძეები, დაგრძელებული თანხმოვანთა დასავლეთგერმანიკული გაორმაგების შედეგად: bridd-
არსებითი სახელები, -ja- ფუძიანი, მამრობითი სქესი
brid
(ბარტყი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | brid, bridd | briddas |
ნათესაობითი | briddes | bridda |
მიცემითი (მოქმედებითი) | bridde | briddum |
ბრალდებითი | brid, bridd | briddas |
(ბ) თავდაპირველად გრძელი ფუძეები: end-
არსებითი სახელები, -ja- ფუძიანი, მამრობითი სქესი
ende
(დასასრული) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | ende | endas |
ნათესაობითი | endes | enda |
მიცემითი (მოქმედებითი) | ende | endum |
ბრალდებითი | ende | endas |
(გ) -ri დაბოლოების მქონე მოკლე ფუძეები: heri-
არსებითი სახელები, -ja- ფუძიანი, მამრობითი სქესი
here
(ჯარი, არმია) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | here | herias, her(i)ȝas, heriȝeas |
ნათესაობითი | heries, heres, her(i)ȝes | heria, her(i)ȝa |
მიცემითი (მოქმედებითი) | herie, her(i)ȝe | herium, her(i)ȝum |
ბრალდებითი | here | herias, her(i)ȝas, heriȝeas |
საშუალი სქესი
(ა) (თავდაპირველად მოკლე) ფუძეები, დაგრძელებული თანხმოვანთა დასავლეთგერმანიკული გაორმაგების შედეგად: bedd-
არსებითი სახელები, -ja- ფუძიანი, საშუალი სქესი
bedd
(საწოლი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | bed, bedd | bed, bedd |
ნათესაობითი | beddes | bedda |
მიცემითი (მოქმედებითი) | bedde | beddum |
ბრალდებითი | bed, bedd | bed, bedd |
(ა) თავდაპირველად გრძელი ფუძეები: ǽrend-
არსებითი სახელები, -ja- ფუძიანი, საშუალი სქესი
ǽrende
(დავალება) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | ǽrende | ǽrendu |
ნათესაობითი | ǽrend | ǽrenda |
მიცემითი (მოქმედებითი) | ǽrend | ǽrendum |
ბრალდებითი | ǽrend | ǽrendu |
1.1.1. (c) -wa- ფუძიანი
(-a- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
-wa- ფუძიან არსებითებში გამოიყოფა ორი ვარიანტი: (ა) არსებითები, რომლებშიც ფუძის მაწარმოებელი სუფიქსის წინ გვხვდება ხმოვანი (þéow-); და (ბ) არსებითები, რომლებშიც ფუძის მაწარმოებელი სუფიქსის წინ გვხვდება თანხმოვანი (bearw-):
მამრობითი სქესი
(ა)
არსებითი სახელები, -wa- ფუძიანი, მამრობითი სქესი
þéow
(მსახური) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | þéow, þéo | þéowas |
ნათესაობითი | þéowes | þéowa |
მიცემითი (მოქმედებითი) | þéowe | þéowum |
ბრალდებითი | þéow, þéo | þéowas |
(ბ)
არსებითი სახელები, -wa- ფუძიანი, მამრობითი სქესი
bearu
(პატარა ტყე, კორომი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | bearu, bearo | bearwas |
ნათესაობითი | bearwes | bearwa |
მიცემითი (მოქმედებითი) | bearwe | bearwum |
ბრალდებითი | bearu, bearo | bearwas |
საშუალი სქესი
(ა)
არსებითი სახელები, -wa- ფუძიანი, საშუალი სქესი
tréow
(ხე) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | tréow, tréo | tréow, tréo |
ნათესაობითი | tréowes | tréowa |
მიცემითი (მოქმედებითი) | tréowe | tréowum |
ბრალდებითი | tréow, tréo | tréow, tréo |
(ბ)
არსებითი სახელები, -wa- ფუძიანი, საშუალი სქესი
searu
(მოწყობილობა; ხერხი, ხრიკი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | searu, searo | searu, searo |
ნათესაობითი | searwes | searwa |
მიცემითი (მოქმედებითი) | searwe | searwum |
ბრალდებითი | searu, searo | searu, searo |
1.1.1. (d) (შერეული ტიპის -a-/-u-)
(-a- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
ბრუნების ამ ტიპში შედის ისტორიულად -u- ფუძიან ტიპში შემავალი არსებითები: winter (ზამთარი) (შდრ. გოთ. wintrus), lust (სურვილი; წადილი) (შდრ. გოთ. lustus), wífhád (ქალობა) შდრ. გოთ. haidus (ყაიდა, მანერა) და ა.შ., რომლებიც ბრუნების -a- ტიპში გადავიდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეინარჩუნა -u- ტიპის ბრუნვითი დაბოლოებები (მაგ. მიც. / მოქმ. wintra, სადაც -a ბრუნების -u- ფუძიანი ტიპის დაბოლოებას წარმოადგენს).
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი (შერეული ტიპის -a-/-u-), მამრობითი სქესი
winter
(ზამთარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | winter | wintras, wintru |
ნათესაობითი | wintres | wintra |
მიცემითი (ბრალდებითი) | wintra | wintrum |
ბრალდებითი | winter | wintras, wintru |
1.1.1. (e) (შერეული ტიპის -a-/-i-)
(-a- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
ბრუნების ეს ტიპი მოიცავს ისტორიულად -i- ფუძიან ტიპში შემავალ არსებითებს, რომლებიც ბრუნების -a- ფუძიან ტიპში გადავიდა: cræft (ძალა) (შდრ. ძვ. ზემ.-გერმ. kraft [-i-]), torr კოშკი (შდრ. ძვ. ზემ.-გერმ. turri, [-i-], ლათ. turris)
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი (შერეული ტიპის -a-/-i-), მამრობითი სქესი
torr
(კოშკი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | torr | torras |
ნათესაობითი | torres | torra |
მიცემითი (მოქმედებითი) | torre | torrum |
ბრალდებითი | torr | torras |
1.1.2. -o- ფუძიანი არსებითი სახელები
1.1.2. (a)
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: car-
არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
caru
(ზრუნვა; საზრუნავი; დარდი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | caru | cara, care |
ნათესაობითი | care | cara, carena |
მიცემითი (მოქმედებითი) | care | carum |
ბრალდებითი | care | cara, care |
დაბოლოება -ena მრ. რ. ნათ. ბრუნვაში გამოწვეულია ანალოგიით -n- ფუძიან ბრუნებასთან.
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: heord-
არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
heord
(ჯოგი; ფარა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | heord | heorda, heorde |
ნათესაობითი | heorde | heorda, heordena |
მიცემითი (მოქმედებითი) | heorde | heordum |
ბრალდებითი | heorde | heorda, heorde |
1.1.2. (b) -jō- ფუძიანი
(-ō- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
მდედრობითი სქესი
ამ კლასში შემავალი არსებითი სახელები იბრუნვის პრაქტიკულად ისევე, როგორც -ō- ფუძიანი არსებითები, იმ განსხვავებით, რომ მათ მრ. რ. ნათ. ბრუნვაში არა აქვთ დაბოლოება -ena.
არსებითი სახელები, -jō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
brycȝ
(ხიდი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | brycȝ | brycȝa, brycȝe |
ნათესაობითი | brycȝe | brycȝa |
მიცემითი (მოქმედებითი) | brycȝe | brycȝum |
ბრალდებითი | brycȝe | brycȝa, brycȝe |
1.1.2. (c) -wō- ფუძიანი
(-ō- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
მდედრობითი სქესი
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: sceadw-.
არსებითი სახელები, -wō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
sceadu
(ჩრდილი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | sceadu, sceado | sceadwa, sceadwe |
ნათესაობითი | sceadwe | sceadwa |
მიცემითი (მოქმედებითი) | sceadwe | sceadwum |
ბრალდებითი | sceadwe | sceadwa, sceadwe |
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: mǽdw-, stów- .
არსებითი სახელები, -wō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
mǽd
(მინდორი),
stów
(ადგილი) |
||||
მხოლობითი | მრავლობითი | |||
სახელობითი | mǽd | stów | mǽdwa, mǽdwe | stówa, stówe |
ნათესაობითი | mǽdwe | stówe | mǽdwa | stówa |
მიცემითი (მოქმედებითი) | mǽdwe | stówe | mǽdwum | stówum |
ბრალდებითი | mǽdwe | stówe | mǽdwa, mǽdwe | stówa, stówe |
1.1.2. (d) -īn/ō- ფუძიანი
(-ō- ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)
მდედრობითი სქესი
ზედსართავებისგან წარმოებული აბსტრაქტული არსებითი სახელები strenȝ- (< *strangīn-; შდრ. ზედს. stranȝ (ძლიერი)).
არსებითი სახელები, īn-/-ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
strenȝu
(ძალა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | strenȝu, strenȝo | strenȝa, strenȝe, strenȝu, strenȝo |
ნათესაობითი | strenȝe, strenȝu, strenȝo | strenȝa |
მიცემითი (მოქმედებითი) | strenȝe, strenȝu, strenȝo | strenȝum |
ბრალდებითი | strenȝe, strenȝu, strenȝo | strenȝa |
როგორც ზემომოყვანილი ცხრილიდან ჩანს, ამ ტიპის (-īn/ō-) არსებითებში სახელობითი ბრუნვის დაბოლოებანი ანალოგიით ვრცელდებოდა სხვა ბრუნვებზეც (გარდა მრ. რ.-ის ნათ. და მიც. ბრუნვებისა), რის შედეგადაც ამ ტიპის არსებითები უკვე ძველინგლისურ პერიოდშივე პრაქტიკულად უბრუნველ სიტყვათა კატეგორიაში იწყებდა გადასვლას.
1.1.3. -i- ფუძიანი არსებითი სახელები
ანგლოსაქსურ -i- ფუძიან არსებით სახელთა ტიპში შედის სამივე (მამრობითი, მდედრობითი და საშუალი) სქესის არსებითები.
მათი ბრუნება დიდად არ განსხვავდება -a- ფუძიანი (მამრობითი და საშუალი სქესის არსებითთა შემთხვევაში) და -ō- ფუძიანი (მდედრობითი სქესის არსებითთა შემთხვევაში) არსებითების ბრუნებისაგან. მხოლოდ რამდენიმე არსებითი (ესენია უპირატ. ტომებისა და ერების სახელწოდებანი) ინარჩუნებს -i- ფუძიანი ტიპის ადრინდელ დაბოლოებებს მრავლობითი რიცხვის სახელობითსა და ბრალდებით ბრუნვებში: მაგ. Enȝle (ანგლები), Seaxe (საქსები) და ა.შ. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმაც განიცადა -n- ფუძიანი ბრუნების ანალოგიური ზემოქმედება: შდრ. მრავლობითი რიცხვის ნათესაობითი ბრუნვა Seaxna. შემდგომში ბრუნების ეს ტიპი (ისევე, როგორც -ō- ფუძიანი ბრუნება) მთლიანად ასიმილირდა ბრუნების სხვა ტიპების მიერ.
1.1.3. (a)
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: win-
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მამრობითი სქესი
wine
(მეგობარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | wine | wine; winas* |
ნათესაობითი | wines | winia, winiȝea; wina* |
მიცემითი (მოქმედებითი) | wine | winum |
ბრალდებითი | wine | wine; winas* |
* -a- ფუძიან არსებითებთან ანალოგიით.
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: dǽl-
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მამრობითი სქესი
dǽl
(ნაწილი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | dǽl | dǽlas |
ნათესაობითი | dǽles | dǽla |
მიცემითი (მოქმედებითი) | dǽle | dǽlum |
ბრალდებითი | dǽl | dǽl |
-i- ფუძიანი ტიპის ადრინდელი დაბოლოებანი ფუძის გრძელმარცვლიან ვარიანტში შემო-რჩენილი ჰქონდა მხოლოდ ტომებისა და ერების აღმნიშვნელ ზემოხსენებულ სახელწოდებებს.
(ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი ამ ტიპს არა აქვს)
ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: dǽd-
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
dǽd
(საქციელი; გმირობა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | dǽd | dǽde, dǽda* |
ნათესაობითი | dǽde | dǽda |
მიცემითი (მოქმედებითი) | dǽde | dǽdum |
ბრალდებითი | dǽd, dǽde* | dǽde, dǽda* |
* -o- ფუძიან არსებითებთან ანალოგიით.
საშუალი სქესის მოკლეფუძიანი არსებითები ინარჩუნებენ დაბოლოებას -e (←-i) მხოლობითი რიცხვის სახელობითსა და ბრალდებით ბრუნვებში და იბრუნვიან ისევე, როგორც საშუალი სქესის თავდაპირველად გრძელმარცვლიანი ვარიანტის -ja- ფუძიანი არსებითები.
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი sper-
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, საშუალი სქესი
spere
(შუბი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | spere | speru |
ნათესაობითი | speres | spera |
მიცემითი (მოქმედებითი) | spere | sperum |
ბრალდებითი | spere | speru |
ფუძის გრძელი ხმოვნის მქონე -i- ფუძიანი საშუალი სქესის არსებითები ისევე იბრუნვის, როგორც ამავე ტიპის არსებითები ფუძის მოკლე ხმოვნით, იმ განსხვავებით რომ გრძელმარცვლიანი ფუძის მქონე არსებითებს არა აქვთ დაბოლოება -e მხოლობითი რიცხვის სახელობითსა და ბრალდებით ბრუნვებში.
(ა) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი flǽsc-
არსებითი სახელები, -i- ფუძიანი, საშუალი სქესი
flǽsc
(ხორცი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | flǽsc | flǽscu |
ნათესაობითი | flǽsces | flǽsca |
მიცემითი (მოქმედებითი) | flǽsce | flǽscum |
ბრალდებითი | flǽsc | flǽscu |
1.1.3. (b) (შერეული ტიპის -i-/-n-)
ბრუნების ეს ტიპი მოიცავს ისტორიულად -n- თანხმოვანფუძიან ტიპში შემავალ არსებითებს, რომლებიც ანალოგიურ ცვლილებათა პროცესის შედეგად ბრუნების -i- (ხმოვან)ფუძიან ტიპში გადავიდა, თუმცა მათს პარადიგმებში ზოგჯერ შეიძლება -n- ტიპის ბრუნვითი დაბოლოებებიც გამოჩნდეს. მაგ. არსებითი sweȝer დედამთილი; სიდედრი ძირითადად -i- ფუძიანი ტიპის მიხედვით იბრუნვის (sweȝre მხ. რ.-ის ირიბ ბრუნვებში და ა.შ.), მაგრამ ზოგჯერ ამ არსებითმა მხ. რ.-ის ირიბ ბრუნვებში შეიძლება დაირთოს აგრ. დაბოლოება -an (sweȝran), რაც დამახასიათებელია ბრუნების -n- ფუძიანი ტიპისთვის, რომელსაც ეს არსებითი ისტორიულად მიეკუთვნებოდა (შდრ. გოთ. swaíhro [-n-]).
1.1.4. -u- ფუძიანი არსებითი სახელები
ბრუნების ამ ტიპში შედის მამრობითი და მდედრობითი სქესის არსებითი სახელები.
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტები: sun-, dur-
არსებითი სახელები, -u- ფუძიანი, მამრობითი სქესი
sunu
(ვაჟიშვილი, ძე) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | sunu | suna, sunu, suno |
ნათესაობითი | suna | suna |
მიცემითი (მოქმედებითი) | suna | sunum |
ბრალდებითი | suna | suna, sunu, suno |
არსებითი სახელები, -u- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
duru
(კარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | duru | dura, duru, duro |
ნათესაობითი | dura | dura |
მიცემითი | dura | durum |
ბრალდებითი | dura | dura, duru, duro |
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტები: feld-, hond-
არსებითი სახელები, -u- ფუძიანი, მამრობითი სქესი
feld
(მინდორი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | feld | felda |
ნათესაობითი | felda | felda |
მიცემითი | felda | feldum |
ბრალდებითი | felda | felda |
არსებითი სახელები, -u- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
hond
(ხელი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | hond | honda |
ნათესაობითი | honda | honda |
მიცემითი | honda | hondum |
ბრალდებითი | honda | honda |
1.2. თანხმოვანფუძიანი არსებითი სახელები
1.2.1. -n- ფუძიანი არსებითი სახელები (სუსტი ბრუნება)
ბრუნების ამ ტიპში შედის მამრობითი, მდედრობითი და საშუალი სქესის არსებითი სახელები.
-n- ფუძიან არსებითთა კატეგორიას ძვ. ინგლისურში სულ რამდენიმე არსებითი სახელი განეკუთვნებოდა. თანამედროვე ინგლისურში ბრუნების ამ ტიპისაგან შემორჩენილია მრავლობითი რიცხვის დაბოლოება -en ზოგიერთ არსებით სახელში, მაგ. oxen (ხარები), children (ბავშვები).
nom- (< *namo-, *naman-)
არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მამრობითი სქესი
noma
(სახელი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | noma | noman |
ნათესაობითი | noman | nomena |
მიცემითი (მოქმედებითი) | noman | nomum |
ბრალდებითი | noman | noman |
tunȝ- (< *tungōn, *tungan-)
არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
tunȝe
(ენა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | tunȝe | tunȝan |
ნათესაობითი | tunȝan | tunȝena |
მიცემითი (მოქმედებითი) | tunȝan | tunȝum |
ბრალდებითი | tunȝan | tunȝan |
éaȝ- (< *augōn, *augan-)
არსებითი სახელები, -n- ფუძიანი, საშუალი სქესი
éaȝe
(eye) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | éaȝe | éaȝan |
ნათესაობითი | éaȝan | éaȝena |
მიცემითი (მოქმედებითი) | éaȝan | éaȝum |
ბრალდებითი | éaȝe | éaȝan |
მამრობითი და მდედრობითი სქესის -n- ფუძიანი არსებითები ხშირად აღნიშნავენ მოქმედ პირს და ამდენად nomina agentis არიან: მაგ. déma (მსაჯული; მოსამართლე) < deman (განსჯა, გასამართლება; მსჯელობა, ფიქრი;) hunta (მონადირე) < huntian (ნადირობა( და ა.შ.
1.2.2. -r- ფუძიანი არსებითი სახელები (ნათესაობის აღმნიშვნელი ტერმინები)
არსებითი სახელები, -r- ფუძიანი მამრობითი სქესი
bróðor
(ძმა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | bróðor | bróðor, bróðru |
ნათესაობითი | bróðor | bróðra |
მიცემითი (მოქმედებითი) | bréðer | bróðrum |
ბრალდებითი | bróðor | bróðor, bróðru |
არსებითი სახელები, -r- ფუძიანი მდედრობითი სქესი
sweostor
(და) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | sweostor | sweostor |
ნათესაობითი | sweostor | sweostra |
მიცემითი (მოქმედებითი) | sweostor | sweostrum |
ბრალდებითი | sweostor | sweostor |
არსებითი სახელები, -r- ფუძიანი მამრობითი სქესი
fæder
(მამა) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | fæder | fæderas |
ნათესაობითი | fæder, fæderes | fædera |
მიცემითი (მოქმედებითი) | fæder, fædere | fæderum |
ბრალდებითი | fæder | fæderas |
ამავე ტიპის არსებითები módor (დედა) და dohtor (ქალიშვილი) იბრუნვის ისევე, როგორც არსებითი bróðor, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მრ. რ.-ის სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში მათ შეიძლება აგრ. ჰქონდეთ დაბოლოება -a: módra, dohtra.
1.2.3. მიმღეობრივი წარმომავლობის (-nd- ფუძიანი) არსებითი სახელები
-nd- ფუძიანი არსებითები ძველინგლისურ ენაში წარმოდგენილია მიმღეობა I-ის (აწყმო დროის მიმღეობის) სუბსტანტივაციის შედეგად მიღებული არსებითი სახელების გარკვეული რაოდენობით: შდრ. ძვ. ინგლ. fréond (მეგობარი) (საკუთრივ „მოყვარული“, „მოყვარე“) და სსტ. ზმნ. fréon (სიყვარული (უყვარს)); scyppend (შემოქმედი, ღმერთი) და ძლ. ზმნ. scyppan (შექმნა).
არსებითი სახელები, -nd- ფუძიანი, მამრობითი სქესი
fréond
(მეგობარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | fréond, fríond | fréondas, frénd, frýnd, fréond |
ნათესაობითი | fréondes | fréonda |
მიცემითი (მოქმედებითი) | fréonde | fréondum |
ბრალდებითი | fréond, fríond | fréondas, frénd, frýnd, fréond |
1.2.4. -s- ფუძიანი არსებითი სახელები
ბრუნების ამ ტიპში შედის საშუალი სქესის რამდენიმე არსებითი სახელი, რომლებიც ძირითადად გამოირჩევა იმით, რომ მრავლობით რიცხვში ისინი რეგულარულად ინარჩუნებენ ფუძის მაწარმოებელ ძველ სუფიქსს -r- (← *-z- ← -s-).
თანამედროვე ინგლისურში ფუძის ამ ტიპიდან მომდინარეობს სიტყვა child – children [← ძვ. ინგლ. cildru + -en].
არსებითი სახელები, -s- ფუძიანი, მამრობითი სქესი
lomb
(ბატკანი, კრავი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | lomb | lombru |
ნათესაობითი | lombes | lombra |
მიცემითი (მოქმედებითი) | lombe | lombrum |
ბრალდებითი | lomb | lombru |
1.3. ძირისეული არსებითი სახელები
ამ კლასის არსებითთათვის პროტოგერმანიკულში (ისევე როგორც გოთურში) დამახასიათებელი იყო ის, რომ ბრუნვის დაბოლოებები უშუალოდ მათს ძირს დაერთვოდა, ანუ მათ არ ჰქონდათ ფუძის მაწარმოებელი სუფიქსები (და შესაბამისად თავიდანვე ორმორფემიანი სტრუქტურით გამოირჩეოდნენ).
ძველინგლისურ ძირისეულ არსებითებს აგრ. ახასიათებს ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა. შესაბამისად, ბრუნვებს შორის განსხვავებები მათში გამოიხატება როგორც დაბოლოებებით, აგრეთვე ბრუნვით-რიცხვითი ფორმების ფუძეთა ვოკალიზაციით.
ძირისეული არსებითი სახელი, მამრობითი სქესი
mon
(კაცი, ადამიანი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | mon, monn | men, menn |
ნათესაობითი | monnes | monna |
მიცემითი (მოქმედებითი) | men, menn | mannum |
ბრალდებითი | mon, monn | men, menn |
ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: hnut-
ძირისეული არსებითი სახელი, მდედრობითი სქესი
hnutu
(კაკალი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | hnutu | hnyte |
ნათესაობითი | hnute | hnuta |
მიცემითი (მოქმედებითი) | hnyte | hnutum |
ბრალდებითი | hnutu | hnyte |
ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: bóc-
ძირისეული არსებითი სახელი, მდედრობითი სქესი
bóc
(წიგნი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | bóc | béc |
ნათესაობითი | béc, bóce | bóca |
მიცემითი (მოქმედებითი) | béc | bócum |
ბრალდებითი | bóc | béc |
მიუხედავად იმისა, რომ ძველინგლისურში ძირისეულ არსებითთა კლასი სიტყვების ძალზე მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი, ფორმაცვალებადობის ეს ტიპი ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული თანამედროვე ინგლისურ ენაში: შდრ. თანამედრ. ინგლ. foot – feet (ფეხი, ტერფი), goose – geese (ბატი), louse – lice (ტილი), man – men (კაცი, ადამიანი), mouse – mice (თაგვი), tooth – teeth (კბილი).