პროექტის შესახებ
ონლაინ-ქრესტომათია ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ხსოვნას: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ანასტასია ლაშქარაძეს, და უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორს მედეა კრავეიშვილს.
თინათინ მარგალიტაძე, გიორგი მელაძე
გოთური და ანგლოსაქსური წერილობითი ძეგლების ონლაინ-ქრესტომათია შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (გრანტი № FR17_87).
ქრესტომათია გოთური და ანგლოსაქსური (ძველი ინგლისური) ენების შესასწავლი ინტერნეტ-ბაზირებული რესურსია, რომელიც დიგიტალური ჰუმანიტარიის სწრაფად განვითარებად დარგს განეკუთვნება. ქრესტომათიაში შეტანილია ექვსი გოთური და შვიდი ანგლოსაქსური ტექსტი. გოთური ტესტები: მათეს სახარება, მე-8 და 27-ე თავები; მარკოზის სახარება, მე-15 თავი; ლუკას სახარება, მე-15 თავი; იოანეს სახარება, მე-18 თავი; პირველი კორინთელთა მიმართ, მე-15 თავი. ანგლოსაქსური ტექსტები: „ანგლოსაქსთა დასახლება ბრიტანეთში“, „ღირსი ბედა ბრიტანეთის შესახებ“, „კედმონის ამბავი და მისი ჰიმნი“ (სამი ფრაგმენტი ღირსი ბედას „ინგლისელი ერის საეკლესიო ისტორიიდან“); ფრაგმენტები ეპიკური პოემიდან „ბეოვულფი“; ელფრიკის თარგმანი, „დაბადება“ 27-ე თავი; ფრაგმენტი ანგლოსაქსური ქრონიკებიდან; სკანდინავ ზღვაოსან ოჰტჰერეს ნაამბობი (ფრაგმენტი მეფე ალფრედის მიერ თარგმნილი ოროსიუსის „ისტორიიდან“).
ქრესტომათიაში შესული ტექსტები პროგრამულად ინტეგრირებულია გოთურ-ქართულ და გოთურ-ინგლისურ და ანგლოსაქსურ-ქართულ და ანგლოსაქსურ-ინგლისურ ლექსიკონებთან და აგრეთვე გოთური და ანგლოსაქსური სიტყვების მორფოლოგიურ პარადიგმებთან. ინტერნეტ-რესურსს აქვს ქართული და ინგლისური ვერსიები, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის ზოგადად ფილოლოგიითა და ენათმეცნიერებით, განსაკუთრებით კი გერმანისტიკითა თუ ზოგადად ინდოევროპეისტიკითა და კომპარატივისტიკით დაინტერესებულ პირთათვის როგორც საქართველოში, ასევე (ინგლისური ენის საერთაშორისო სტატუსიდან გამომდინარე) მთელს მსოფლიოში.
თინათინ მარგალიტაძემ და გიორგი მელაძემ ონლაინ-ქრესტომათიის შესახებ დაწერეს ვრცელი სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Lexikos.
ქრესტომათიის შექმნაზე მუშაობდნენ: © გიორგი მელაძე, თინათინ მარგალიტაძე, მალხაზ აბულაძე, მაია დავლიანიძე (ტექნიკური ასისტენტი), გელა ხუნდაძე (კორექტურა); დიზაინი და პროგრამირება - გიორგი ქერეჭაშვილი.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი - თინათინ მარგალიტაძე
პროექტის მთავარი რედაქტორი - გიორგი მელაძე
- ქრესტომათიისათვის ტექსტების შერჩევა: გიორგი მელაძე, მალხაზ აბულაძე, თინათინ მარგალიტაძე;
- გოთური ტექსტების ლემატიზაცია (ტექსტში დადასტურებული სიტყვაფორმების ლემების დადგენა) - გიორგი მელაძე;
- ანგლოსაქსური ტექსტების ლემატიზაცია: მალხაზ აბულაძე, გიორგი მელაძე, მაია დავლიანიძე;
- გოთური ენის ძირითადი მეტყველების ნაწილების (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა) მორფოლოგიური პარადიგმების შედგენა კომენტარებით - გიორგი მელაძე;
- ანგლოსაქსური ენის ძირითადი მეტყველების ნაწილების (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა) მორფოლოგიური პარადიგმების შედგენა კომენტარებით - გიორგი მელაძე;
- ცხრილების / ალგორითმების შექმნა ტექსტების სიტყვაფორმების, სალექსიკონო სიტყვა-სტატიებისა და მორფოლოგიური პარადიგმების შიდა ბმულებით დასაკავშირებლად - გიორგი მელაძე
- გოთურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების შედგენა - მალხაზ აბულაძე;
- გოთურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების რედაქცია: გიორგი მელაძე (A – F), თინათინ მარგალიტაძე (G – Z)
- გოთურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების ინგლისურად თარგმნა: გიორგი მელაძე, თინათინ მარგალიტაძე;
- ანგლოსაქსურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების შედგენა - მალხაზ აბულაძე;
- ანგლოსაქსურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების რედაქცია - გიორგი მელაძე;
- ანგლოსაქსურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების ინგლისურად თარგმნა - გიორგი მელაძე;
- გოთური და ანგლოსაქსური ლექსიკონების სიტყვა-სტატიების ტექნიკური მომზადება ონლაინ-ქრესტომათიისათვის ექსელის ფორმატში - მაია დავლიანიძე;
- გოთური და ანგლოსაქსური მორფოლოგიური პარადიგმების ინგლისურად თარგმნა - გიორგი მელაძე, თინათინ მარგალიტაძე;
- ქრესტომათიის კორექტურა: გიორგი მელაძე, მაია დავლიანიძე, გელა ხუნდაძე.